მოცემული სტატისტიკის წყარო არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ორი საიტი: Fragrantica.com და Parfumo.com. თუკი ამ საიტზე გამოქვეყნებული შეფასებები მცირედით განსხვავდება კონკრეტულ სუნამოზე, ამ შემთხვევაში აღებულია მათ შორის საშუალო სტატისტიკა.
ასევე შეგახსენებთ რომ აქ ნაჩვენები მონაცემები არის ათასობით ადამიანის შეფასებით მიღებული და გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის სუნამოს შესახებ, თუმცა ყველა ადამიანის კანი განსხვავებულად იღებს და გასცემს სურნელოვან მოლეკულებს, ამიტომ ნაწილობრივ ინდივიდუალურია.
რაც შეეხეება ბოლო, მეოთხე სტატისტიკას “საერთო შეფასება AROMATI.GE-სგან” – ეს არის სუნამოს ზოგადი შეფასება ჩვენგან 1 დან 10 მდე შკალით: მდგრადობის, ინტენსივობის, შლეიფის, სურნელის სილამაზით, პარფიუმერული ოსტატობით და ა.შ. თუმცა ეს შეფასებაც კონკრეტულ სუნამოს შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად არის და პირდაპირ ამ ქულით შედარება სხვა სუნამოსთან არასწორი იქნება რადგან ყველა სუნამოს განსხვავებული არომატი აქვს. მაგალითად Scandal Pour homme le parfum შეფასებულია 8.2 ქულით, ხოლო Creed Aventus საერთო ჯამში 8.0 ქულით. ეს არ ნიშნავს რომ სკანდალი სჯობს ავენტუსს, გარდა ამისა სხვაობააა ძირითად ნოტებს და აკორდებს შორის.