TOM FORD-ი მსოფლიო ბრენდია, რომელიც მოდის დიზაინერმა ტომას კარლაილ ფორდმა შექმნა. ფორდმა, წლების მანძილზე, დიდი გამოცდილება დააგროვა Gucci-სთან თანამშრომლობით, რის შემდეგაც, საკუთარი კომპანია დააარსა. დღესდღეობით, ის TOM FORD-ის მთავარი დიზაინერი და კრეატიული დირექტორია, აწარმოებს ქალისა და მამაკაცის სამოსს, აქსესუარებსა და პარფიუმს.