სუნამოების კონცენტრაციის სახელმძღვანელო

concentration7

სუნამოები წარმოდგენილია სხვადასხვა სტილის, ფასისა და კონცენტრაციის მიხედვით.

ხშირად გხვდება კითხვა: ტუალეტის წყალი კარგია? რომელი უკეთესია Eau de parfum თუ Parfum?  რა განსხვავებაა Extrait de parfum და Parfum შორის? რომელი კონცენტრაცია საშუალოდ რამდენ ხანს ძლებს კანზე? და სხვა მრავალი…

წარმოგიდგენთ პატარა სახელმძღვანელოს სუნამოების კონცენტრაციაზე.

ერთი და იმავე ბრენდის და პოზიციის სუნამო შეიძლება დამზადდეს განსხვავდებული კონცენტრაციებით. მაგალითად ავიღოთ CHANEL ის BLEU DE CHANEL. ეს სუნამო გვხვდება როგორც Eau de toilette (EDT – ანუ ტუალეტის წყალი), ასევე Eau de Parfum (EDP – ანუ პარფიუმერული წყალი, იგივე სუნამოს წყალი) და PARFUM ანუ სუნამო (სუფთა სუნამო).

თითოეული ვერსია არომატით ერთმანეთს ძალიან ჰგავს თუმცა კონცენტრაციასთან ერთად, იცვლება ნოტებიც და სუნამოებს შეიძლება კონცენტრაციების მიხედვით სხვადასხვა არომატი და გახსნა ჰქონდეთ.

ყველაზე პოპულარული არის ტუალეტის წყალი (Edt) და პარფიუმერიის წყალი (Edp). მიუხედავად იმისა, რომ პარფიუმერულ წყალში კონცენტრაცია უფრო მაღალია, ეს ყოველთვის არ ნიშნავს რომ ის აუცილებლად უკეთესად “ჟღერს” ან უფრო მდგრადია ვიდრე ტუალეტის წყალი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია სურნელზე, მის შემადგენლობაზე და თქვენს კანზე. მაგრამ მაინც, რაც მეტია პარფიუმერული ზეთების კონცენტრაცია, მით უფრო ძლიერია სუნამო, შესაბამისად შანსი იმისა რომ უფრო დიდ ხანს გაძლოს კანზე უფრო დიდია.

9519205548062

კონცენტრაციები დაყოფილია შემდეგ კატეგორიებად:

1) Extrait, Extrait de Parfum, Parfum – იგივე სუნამო. პარფიუმერული ზეთების კონცენტრაცია  20-45% 
2) Eau de Parfum – იგივე სუნამოს წყალი. პარფიუმერული ზეთების კონცენტრაცია  15-20%
3) Eau de Toilette – იგივე ტუალეტის წყალი. პარფიუმერული ზეთების კონცენტრაცია  5-15%
4) Eau de Cologne – იგივე ოდეკოლონი. პარფიუმერული ზეთების კონცენტრაცია  2-5%
5) Eau Fraîche – იგივე ფრეში. პარფიუმერული ზეთების კონცენტრაცია  1-3%

ქვემოთ მოცემული სქროლბარის საშუალებით წარმოგიდგენთ ვიზუალურ მხარეს, თუ რომელი ვერსია რამდენად არის კონცენტრირებული…

სუნამო

Extrait, Parfum

.porto-u-55ca8359258f9a412be7e73af65d2aac.porto-u-heading{text-align:center}
20-45%

სუნამოს წყალი

Eau de Parfum

.porto-u-55ca8359258f9a412be7e73af65d2aac.porto-u-heading{text-align:center}
15-20%

ტუალეტის წყალი

Eau de Toilette
.porto-u-55ca8359258f9a412be7e73af65d2aac.porto-u-heading{text-align:center}
5-15%

ოდე კოლონი

Eau de Cologne
.porto-u-55ca8359258f9a412be7e73af65d2aac.porto-u-heading{text-align:center}
2-4%

ფრეში

Eau Fraiche
.porto-u-55ca8359258f9a412be7e73af65d2aac.porto-u-heading{text-align:center}
1-3%

Parfum და Extrait de Parfum

სუნამო

.porto-u-55ca8359258f9a412be7e73af65d2aac.porto-u-heading{text-align:center}

Parfum – იგივე სუნამო, მას აქვს სურნელოვანი ნაერთების 25-35% კონცენტრაცია და ალკოჰოლის ნაკლები პროცენტი, რაც მათ განსაკუთრებით ძლიერს ხდის, როგორც სურნელის, ასევე შესრულების თვალსაზრისით.

თუმცა როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, დიდი შანსების მიუხედავადად, ეს აუცილებლად არ ნიშნავს იმას რომ Parfum აუცილებლად ბევრად მეტ ხანს გაძლებს ვიდრე Eau de parfum ვერსია – არსეობს იშვიათი გამონაკლისებიც. მაგალითად Dior Sauvage EDP, Dior sauvage EDT და Dior sauvage parfum ვერსია სადაც მდგრადობა სამივეს შემთხვევაში თითქმის იდენტურია.

Parfum ძლიერი შემადგენლობის გამო, ზოგიერთს მიაჩნია, რომ ის ოდნავ უხეში და მტკიცეა და ყოველდღიურ გამოყენებაში (სხვადასხვა სიტუაციებში) Eau de parfum ანიჭებენ უპირატესობას. თუმცა ეს გემოვნების საკითხია. პარფიუმ ვერსია საკმაოდ დიდ ხანს ძლებს. ჩვეულებრივ ექვსიდან რვა საათამდე.

იგივე კლასში (სუფთა სუნამო) ცალკე უნდა გამოვყოთ Extrait de Parfum.  ეს არის სუნამოს ყველაზე კონცენტრირებული ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია ბაზარზე (ეთერზეთის კონცენტრაციის 35-45%) და შეგვიძლია მარტივად ვთქვათ, რომ საუკეთესო შლეიფითა და მდგრადობით გამოირჩევა. ამიტომ, ისინი, როგორც წესი, ყველაზე ძვირია.

Extrait de parfum სუნამოები უნიკალურია, არა მხოლოდ სიმტკიცის თვალსაზრისით, არამედ იმიტომაც, რომ ისინი ჩვეულებრივ დამზადებულია ბუნებრივი, იშვიათი და ძვირფასი ინგრედიენტებისგან უფრო რთული ფორმულებით, რაც ავტომატურად ზრდის სუნამოს ფასს. რაც მთავარია, ასეთი ხარისხის კომპოზიცია საშუალებას გაძლევთ დაიპკუროთ მხოლოდ 2-დან 3 სპრეი და სურნელი გაგრძელდეს თითქმის მთელი ან რამდენიმე დღის მანძილზე.

მაგალითად Tiziana Terenzi Kirke და Maison Francis Kurkdjian Baccarat Rouge 540 Extrait de Parfum ერთ-ერთი საუკეთესო Extrait de Parfum სუნამოებია – მათი შლეიფი და მდგრადობა ძალიან ძლიერია (რამდენიმე დღეც კი გრძელდება)

Eau de Parfum

სუნამოს წყალი

.porto-u-55ca8359258f9a412be7e73af65d2aac.porto-u-heading{text-align:center}

Eau de Parfum (იგივე EDP)-ს ეწოდება სუნამოს წყალი და სიფთა სუნამოს შემდეგ, პარფიუმერულ წყალს (EDP) აქვს უმაღლესი კონცენტრაცია 15%-დან 20%-მდე.

საშუალოდ,  პარფიუმერული წყალი გაგრძელდება ოთხიდან ექვს საათამდე. ზეთის დონის კლებასთან ერთად ემატება მეტი ალკოჰოლი, რის გამოც EDP უფრო იაფია ვიდრე სუფთა სუნამო (Parfum).

Eau de Parfum ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სუნამოების სახეობაა და შესაფერისია ყოველდღიური გამოყენებისთვის.

Eau de Toilette

ტუალეტის წყალი
.porto-u-55ca8359258f9a412be7e73af65d2aac.porto-u-heading{text-align:center}

Eau de toilette – იგივე ტუალეტის წყალი (EDT) აქვს სურნელის კონცენტრაცია 5%-დან 15%-მდე. ეს უფრო იაფია ვიდრე Edp და არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სუნამოს ხელმისაწვდომი სახეობა.

EDT სუნამო ჩვეულებრივ გაგრძელდება ორიდან ოთხ საათამდე (თუმცა არის შემთხვევები როცა ბევრად დიდ ხანს  ძლებს, გააჩნია სუნამოს და ასევე დამოკიდებულია კანის ტიპზე).

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ირჩევენ EDT-ს, არის მისი ფართო მრავალფეროვნება. მსუბუქი კომპოზიცია ხდის EDT სუნამოებს ძალიან მიმზიდველს თითქმის ყველა შემთხვევისა და სეზონისთვის.

EDT ჩვეულებრივ გამოდის უფრო დიდ ფლაკონებში, რადგან დაგჭირდებათ მეტი შესხურება და ხელახალი გამოყენება მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილ კონცენტრაციებთან შედარებით EDT ღირებულება უფრო დაბალია.

ტერმინი ტუალეტის წყალი მოვიდა ფრანგული ტერმინიდან “faire sa toilette”, რაც ნიშნავს მომზადებას.

Eau de Cologne

ოდეკოლონი
.porto-u-55ca8359258f9a412be7e73af65d2aac.porto-u-heading{text-align:center}

Eau de Cologne (იგივე EDC) – არის ერთ-ერთი სუსტი კონცენტრაცია დაახლოვებით 2-4% ეთერზეთის, ამიტომ ის შესანიშნავია სუნისადმი მგრძნობელობის მქონე ადამიანებისთვის და შეიძლება გამოყენებულ იქნას ძალიან კომფორტულად ასეთ დროს.

Eau de Cologne იდეალურია ისეთ სიტუაციებში, როდესაც არ გსურთ სიტუაციის გადატვირთვა თვენი სუნამოს სურნელით – მაგალითად, თვითმფრინავი, მატარებელი ან სამუშაო გარემო, სადაც იმყოფებით სხვებთან ახლოს. ეს არის სურნელი, რომელსაც გამოიყენებთ  ხანმოკლე გასეირნებისთვის.

თუკი გადაწყვეთ ოდეკოლონის გამოყენებას, მზად უნდა იყოთ მის გასანახლებლად ყოველ 2-3 საათში ერთხელ რადგან იშვიათი შემთხვევების გარდა, დაბალი კონცენტრაციის გამო მისი სურნელი უფრო დიდ ხანს არ ნარჩუნდება.

Eau Fraiche

ფრეში

.porto-u-55ca8359258f9a412be7e73af65d2aac.porto-u-heading{text-align:center}

EDC-ის მსგავსად, Eau Fraiche-ს აქვს სურნელოვანი ზეთის მკაცრად დაბალი კონცენტრაცია (1-3%), როგორც წესი გრძელდება ორ საათამდე. მიუხედავად იმისა, რომ eau fraiche-ს აქვს სუნამოს დაბალი კონცენტრაცია, ის არ შეიცავს დიდი რაოდენობით ალკოჰოლს.

სურნელთან ერთად, eau fraiche-ის დარჩენილი ნაწილი ძირითადად წყალია და განსაკუთრებით კარგია მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის

Eau de Senteur

სუნამო 3 წლამდე ბავშვებისთვის

.porto-u-55ca8359258f9a412be7e73af65d2aac.porto-u-heading{text-align:center}

სუნამოს ერთ-ერთი სახეობა, რომლის შესახებაც შეიძლება არ იცოდით, არის Eau de Senteur – სუნამო, რომელიც შექმნილია 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

პარფიუმერია შედგება ბუნებრივი წარმოშობის სურნელისგან, რომელიც შექმნილია სპეციალურად ჩვილებისთვის. იგი მზადდება ალკოჰოლის გარეშე, ეტიკეტირებული ალერგენების ან გამღიზიანებლების გარეშე.

concentration5 aromatige