არომატის (www.aromati.ge) მაღაზიში მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის დაბრუნების და შეცვლის წესი
2. პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის წესი:
2.1. პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ www.aromati.ge-ს სატელეფონო ცენტრს და აცნობოთ პროდუქტის დაბრუნების შესახებ;
2.2. პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა კომპანიას აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები: შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი (აუცილებელია პროდუქტისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა არომატის ელ. ფოსტის მისამართზე: info@aromati.ge
2.3. პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკა მოქმედებს პროდუქტის მიღებიდან 14 სამუშაო დღის განმავლობაში.
2.4. თუ პროდუქტს და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, არომატი (www.aromati.ge) უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა და შესაბამისად, პროდუქტის დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა.
მოკვლევისა და დიაგნოსტირების შედეგების საფუძველზე კომპანია უფლებამოსილია გააგრძელოს ან შეწყვიტოს პროდუქტ/ებ/ის დაბრუნების/შეცვლის პროცედურა.
2.5. პროდუქტის დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) უზრუნველყოფს კომპანია "არომატი" საკუთარი ან/და სატრანსპორტო მომსახურე ქვეკონტრაქტორის საშუალებით, მოთხოვნის განთავსებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
2.6. პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის დროს პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვ.).
2.7. პროდუქტის დაბრუნება წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ:
2.7.1. პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
2.7.2. პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
2.7.3. პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
2.8. პროდუქტის დაბრუნება ზემოთ ჩამოთვლილი პირობებისგან დამოუკიდებლად შესაძლებელია თუ:
2.8.1. პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გაუხსნელია, დაუზიანებელია ან;
2.8.3. თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა დაზიანებულია ან/და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს
2.8..4 პროდუქტის შეცვლა წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია, თუ:
2.8.4.1 პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გაუხსნელია, დაუზიანებელია;
2.8.4.2 პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
2.8.4.3 პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
2.8.4.4 პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
2.8.4.5 თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გახსნილია და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი და არ შეინიშნება ვიზუალური ხარვეზი. ასეთ შემთხვევაში პროდუქტის შეცვლისას პროდუქტის ახალი ღირებულებიდან გამომდინარე შესაძლებელია საჭირო გახდეს მომხმარებლის მიერ თანხის დამატება.
3. მილილიტრობით შეძენილი პროდუქცია
3.1 მილილიტრობით (გრამობით) შეძენილი სუნამოს შეცვლა/უკან დაბრუნება განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევებში თუ:
3.1.2. პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას (შეცდომით მოწოდებული იქნა სხვა სუნამო)
3.1.3. პროდუქტი არის დაღვრილი (დარღვეულია ჰერმეტულობა);
3.1.4. პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
3.1.5. ზემოთ ჩამოთვლილი (3.1.2; 3.1.3; 3.1.4;) ფაქტები დაფიქსირდება პრეტენზიის სახით კურიერის წინაშე და მომხმარებელი უარს განაცხადებს საქონლის მიღებაზე.
3.2. პროდუქტის დაბრუნება ზემოთ ჩამოთვლილი პირობების გარდა, სხვა შემთხვევებში შეუძლებელია
4. ანაზღაურების წესი:
4.1. www.aromati.ge მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში იღებს ვალდებულებას მომხმარებელს აუნაზღაუროს მომხმარებლის მიერ პროდუქტში გადახდილი თანხის:
4.1.1. 100%, იმ შემთხვევაში თუ: პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გაუხსნელია, დაუზიანებელია და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.);
4.1.2. 100% იმ შემთხვევაში თუ პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი ან პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს ან პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.).
4.3. თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მომხმარებელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.
4.4. "არომატი" მომხმარებელს შეძენილი პროდუქტის ღირებულებას, წინამდებარე მუხლით დადგენილი წესითა და ოდენობით, აუნაზღაურებს 14 სამუშაო დღის ვადაში, გარდა 3.1.1. მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4.5. წინამდებარე პოლიტიკის 3.1.1. მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მომხმარებელს პროდუქტის ღირებულება დაუბრუნდება 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
5. ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების ანაზღაურების წესი:
5.1. www.aromati.ge მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას/შეცვლისას ანაზღაურებს ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას, იმ შემთხვევაში, თუ: • პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს; • პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი; • პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში; • მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა "არომატი"-ს მხრიდან;
5.2. ყველა სხვა შემთხვევაში, ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას ანაზღაურებს მომხმარებელი.
5.3. განვადებით შეძენილი პროდუქტის დაბრუნების შემთხვევაში მომხმარებელი ტრანსპორტირების ხარჯებთან ერთად დამატებით ანაზღაურებს წინამდებარე პროდუქტის დაბრუნების წესით დადგენილ და განვადების დამტკიცებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. მომხმარებელი თავისუფლდება ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებისგან, თუ არსებობს წინამდებარე პოლიტიკის
4.1 პუნქტით დადგენილი რომელიმე გარემოება.
6. პროდუქციის დაბრუნება/შეცვლის პროცედურა:
6.1. იმ შემთხვევაში, თუ დაბრუნების ინიცირება მიტანისთანავე მყისიერად მოხდება მომხმარებლის მხრიდან, შემთხვევა ფიქსირდება საინფორმაციო ცენტრში და კურიერს ეძლევა დასტური პროდუქტის წამოღებაზე;
6.2. პროდუქციის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია დააფიქსიროს მოთხოვნა პროდუქციის დაბრუნებაზე;
6.3. პროდუქტის მიღებიდან 14 კალენდარული დღის შემდეგ დაფიქსირებული ქარხნული წუნის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა იმოქმედოს შესაბამისი საგარანტიო პირობებით (თუ ეს არსებობს).
7. პროდუქციის შეცვლის ვადები:
7.1. პროდუქციის შეცვლის მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში, მომხმარებელს დაბრუნებული პროდუქტის იდენტური პროდუქტი მიეწოდება 5-10 სამუშაო დღის განმავლობაში.