
წესები და პირობები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს შეთანხმებას თქვენსა და ი/მ თამაზ ჩხაიძეს (შემდგომში - არომატი) შორის და არეგულირებს თქვენს მიერ ვებ-გვერდის www.aromati.ge (შემდეგში - ვებ-გვერდი) გამოყენებისას წარმოშობილ ურთიერთობებს.
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც არომატი თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს ვებ-გვერდის მეშვეობით, მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
Aromati.ge-ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით არომატის კონფიდენციალურობის პოლიტიკას და ნივთის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკას.
გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს.
ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს ვებ-გვერდით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. www.aromati.ge-ს ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებელის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.
1. ინფორმაცია გადახდაზე
მყიდველს ესმის და იძლევა გარანტიას, რომ მისგან მოწოდებული ინფორმაცია მყიდველის შესახებ არის ნამდვილი, სწორი და სრული. მყიდველის მიერ საქონლის და მომსახურების გადახდილი საფასურის მიღება მაღაზიის მხრიდან მოხდება მყიდველის საკრედიტო ბარათის მეშვეობით.
მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს საქონლის, ადგილზე მიტანის ღირებულება ყველა გადასახადის ჩათვლით გადახდის მომენტში წარმოდგენილი საფასურის მიხედვით. მყიდველი პასუხისმგებელია ყველა გადახდაზე რომელიც წარმოებულია მყიდველის პაროლით. მაღაზია მყიდველს არ იცავს მისი პაროლის არასანქცირებული გამოყენებისგან.