იმისათვის რომ სწრაფად და უსაფრთხოდ ჩაგბარდეთ ამანათები, ჩვენ ვთანამშრომლობთ რამდენიმე საკურიერო კომპანიასთან.
შეგახსენებთ რომ კვირა დღე გადამზიდი კომპანიებისთვის დასვენებაა და შაბათს განთავსებული შეკვეთა (თბილისში) ჩაგბარდებათ ორშაბათს ხოლო რეგიონებიდან შაბათს განხორციელებულ შეკვეთები, თბილისიდან გამოიგზავნება ორშაბათს.
*** ამანათზე დატანილი იქნება მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია: სრული მისამართი, მომხმარებლის სახელი, ტელეფონის ნომერი...
*** შეკვეთის მიღების დღეს, აუცილებელია რომ მისამართზე იმყოფებოდეს ამანათის ჩამბარებელი პირი და ჩართული ჰქონდეს შეკვეთის დროს მითითებული მობილურის ნომერი. - იმ შემთხვევაში თუ კურიერი მისამართზე მიიტანს ნივთს და დაკავშირება ვერ მოხდება, ამანათი გაბრუნდება უკან და ჩაბარდება მეორე დღეს
*** პროდუქციის მიწოდება ხდება საცხოვრებელ მისამართთან: კორპუსის შემთხვევაში სადარბაზოსთან, კერძო სახლის შემთხვევაში ეზოსთან. (არ ხდება სართულებზე პროდუქციის ატანა)