რას ნიშნავს მილილიტრობით შეძენა?
მილილიტრობით შეძენით თქვენ ყიდულობთ ორიგინალ სუნამოს თუმცა არა ფლაკონით, არამედ მცირე მოცულობის მქონე ატომაიზერით.
როდესაც შეკვეთა დაგვიფიქსირდება, ორიგინალ სუნამოს გადავიტანთ მეტალი/შუშის სპრეი საქშენიან ატომაიზერში.
შეკვეთის გამზადების ვიდეო
ამ ვიდეოში გაჩვენებთ თუ რას გულისხმობს სუნამოს მილილიტრობით შეძენა.
მილილიტრებით შეძენილი სუნამოს გადმოსხმა ხდება პრემიუმ ხარისხის შუშის ატომაიზერებში.
ნებისმიერი სუნამოს აქვს მინიჭებული ინდივიდუალური გადმოსასხმელი შპრიცი და თავაკი რათა არ მოხდეს ერთმანეთში სხვადასხვა არომატების არევა და 100% ით ზუსტად ის სუნამო მიიღოთ რომელსაც შეიძენთ.
ვიდეოს სანახავად დააჭირეთ ჩართვის ღილაკს
რა უპირატესობა აქვს, სუნამოს მილილიტრობით შეძენას?
პირველ რიგში შეგახსენებთ რომ ჩვენს საიტზე წარმოდგენილი ნებისმიერი სუნამო არის 100% ავთენტური (ორიგინალი) და თქვენამდე მოდის მხოლოდ და მხოლოდ ორიგინალი პროდუქცია.
მცირე მოცულობის ატომაიზერებით სუნამოს გაყიდვა უკვე დაიწყეს ისეთმა ცნობილმა ბრენდებმა როგორებიც არიან: Creed, Parfums de marley, Ex nihilo, Maison Francis Kurkdjian, Chanel და ა.შ.
- გეძლევათ შესაძლებლობა ძვირადღირებული სუნამო შეიძინოთ ხელმისწავდომ ფასად
- დიდი მოცულობის შეძენამდე შეგიძლიათ დატესტოთ უამრავი სუნამო და დააზუსტოთ რამდენად შეესაბამება თქვენს გემოვნებას
- მარტივია ჯიბით/ჩანთით სატარებლად, ასევე გაქვთ შესაძლებლობა გქონდეთ ბევრი განსხვავებული სუნამო